რთველი კახეთში უკვე დასასრულს მიუახლოვდა. ამ დროისათვის საოჯახეო მეღვინეობა მილდიანის ღვინის საწარმოს, მიღებული აქვს კახური ყურძნების ყველა წამყვანი და პოპულარული ჯიში. ყველაზე დიდი რაოდენობით თეთრი ჯიშის ყურძენია მიღებული. მათ შორის რქაწითელის მოცულობითი წილი, ყველაზე მეტია. შემდეგ მოდის კახური მწვანე, ქისი და ხიხვი. წითელყურძნიანი ჯიშებიდან მიღებულია საფერავი და კაბერნე სოვინიონი.
აღსანიშნავია, რომ საწარმომ წელს სერთიფიცირებული ბიო ყურძენიც მიიღო და ქართული ტრადიციული წესით, ქვევრებში დაწურა.
ღვინოების უმეტესობა კლასიკური წესით, უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში მზადდება. ასევე სავსეა ქვევრები ტრადიცულ კახურ მარანშიც.
ახლა დასავლეთის რთველის ჯერია. სულ მალე რაჭა-ლეჩხუმიდან, ხვანჭკარისა და ტვიშის მიკროზონებში დაკრეფილი ალექსანდროული, მუჯურეთული და ცოლიკაური შეემატება ახალი ღვინოების ჩამონათვალს.
საოჯახო მეღვინეობა მილდიანის ენოთეკაში, სხვადასხვა წლის მოსავლის, საუკეთესო ღვინოები ძველდება. აქ თავმოყრილია რამდენიმე მეღვინის მიერ, წლების განმავლობაში დაყენებული ღვინოები. ე
საოჯახო მეღვინეობა მილდიანის საწარმო, დაარსებიდანვე აღჭურვილია თანამედროვე, უმაღლესი დონის, იტალიური დანადგარებითა და ტექნოლოგიებით. დროის მსვლელობასთან ერთად, ბუნებრივია იცვლე